2017-05-17 - 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე


ქალაქ ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრამდე მსვლელობით აღინიშნა. ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი გადაიხადა.

            

2017-05-17 - ოჯახის სიწმინდის დღე - საქველმოწმედო კონცერტი


ოჯახის სიწმინდის დღე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საზეიმო კონცერტით აღინიშნა. ზეიმზე, ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ ოჯახები დალოცა და დალოცვის სიგელები გადასცა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის შემოწირულობებით შეგროვებული საკვები პროდუქტები გადაეცა. ოჯახის სიწმინდის დღე, ქალაქ ზუგდიდში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

               


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
212324252627
28293031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05