zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

ზუგდიდის მერიასა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის თანამშრომლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდის მერიასა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის თანამშრომლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მერიასა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას შორის თანამშრომლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში,ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილემ ენი სტიდმა და პროგრამის ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა ის ინიციატივები წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც პროგრამა და მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებენ.

კერძოდ, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, მხარს დაუჭერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ყოვლისმომცველი

საშუალოვადიანი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებაში.

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდება კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

მამუკა წოწერიამ პროგრამის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამამ წარადგინა ზუგდიდისმუნიციპალიტეტში მხარდაჭერილი პროექტები. პროგრამის დაწყებიდან, USAID-მა

მხარი დაუჭირა სხვა და სხვა პროექტებს, მათ შორის ფერმერთა მომსახურების ცენტრის შექმნას, სამაცივრე მეურნეობას, სასოფლო სამეურნეო დანადგარების

წარმოებასა და მოცვის და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებს. პროგრამა მხარს უჭერს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ბიზნესების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სამიზნე თემებს, რომლებიც ისწრაფვიან ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისკენ და აქვთ უნარი გაუმკლავდნენ არსებულ და შესაძლო რისკებს.

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა