2017-05-02 - ელექტრონული პეტიციის ინიციატივის წარდგენა


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ზუგდიდის“ წარმომადგენლებმა საზოგადოებას ელექტრონული პეტიციის ინიციატივა წარუდგინეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული პეტიციის დანერგვის მნიშვნელობას და მისი წარდგენის ტექნიკურ ასპექტებს, ასევე განიხილეს ელექტრონული პეტიციის პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები. ინიციატივის წარდგენას დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ და ინიციატივასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ზუგდიდის“ წარმომადგენლებს, რეკომენდაციები და მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დაფინანსებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ორგანიზებითა და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის(ICCC) მხარდაჭერით გაიმართა.

 

         


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
2123242527
283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05