2017-08-08 - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა


დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუულთა ხსოვნას. დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა. ცვლილებები ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს შეეხო, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარადგინა საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა კი მუჟავას ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტი. ამასთან, სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარადგინეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

            


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 35
79101112
1314151819
2022232526
27283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05