2017-08-06 - მოტო მოყვარულთა შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“


ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოტო მოყვარულთა შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“ გაიმართა. მოტო შეჯიბრში, საქართველოს მასშტაბით, პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილება. მოტო შეჯიბრში გამოვლინდნენ 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები, რომლებიც სპეციალური პრიზებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა. ღონისძიებას სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარისა და ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოტოშოუმდე გუშინ ავტო მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები 6 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ავტო შეჯიბრის მიმდინარეობისას ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილებისთვის, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება, სადაც მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გაიმართება. ავტოდრომზე დრაგის, T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასები აშენდება, მოეწყობა ტრიბუნა პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. რეგიონში ორდღიანი ავტო-მოტო შეჯიბრი „Western Drivers Club სამეგრელოს“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორები იყვნენ: სპორტული რადიო „ჯაკო“, რადიო ათინათი, Newsportal.ge, SMOTV, SmoNews და Zugdidelebi.ge მასშტაბური ავტო-მოტო შეჯიბრი სამეგრელოში მესამე წელია იმართება.

 

                   


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 35
79101112
1314151819
2022232526
27283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05