2017-07-31 - მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის ანგარიში


საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში, საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მაჟორიტარმა დეპუტატმა შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტში საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა რეფორმებსა და ინიციატივებზე, სხვადასხვა საკითხებსა და კანონპროექტებზე, რომელთა მიღებასა და განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა. მერაბ ქვარაიამ საზოგადოებას, ასევე განხორციელებული და მინდინარე პროექტებსა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის წევრმა ხაზი გაუსვა ბიუროს როლსა და საქმიანობის მნიშვნელობას, ასევე ბიუროს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობას. შეხვედრას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრენენ. საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.

 

                  


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234568
9101214
162022
232629
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05