2017-07-27 - შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. მან, ასევე, სამეგრელოს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის მეორე ნაწილი თემატურ დისკუსიას დაეთმო. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდჭერით გაიმართა და მასში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

             


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234568
9101214
162022
232629
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05