zugdidi.gov.ge logo

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოა მუნიციპალიტეტის გერბთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით. 

აღწერილობა:

დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს: I და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7. დროშის I და III მეოთხედები ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები - ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით და ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა