zugdidi.gov.ge logo

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლოა მუნიციპალიტეტის დროშასთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით. 

აღწერილობა:

გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 ნაწილს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია - "ზუგდიდი"

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა