zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

დავით კოდუამ წარმატებული ახალგაზრდა პედაგოგები დააჯილდოვა

2025-12-122025-12-12

დავით კოდუამ წარმატებული ახალგაზრდა პედაგოგები დააჯილდოვა

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში, საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული, ახალგაზრდა პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ 36 წარმატებულ პედაგოგს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფულადი ჯილდო და სიგელები გადასცა.

,,გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებთ ძალასა და ენერგიას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს კიდევ უფრო განათლებული და ჯანსაღი თაობა. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის, ჩვენს ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მხრივ ბევრია გაკეთებული, გვინდა ყველა სკოლა მოვიცვათ რაც საკმაოდ დიდ რესურს მოითხოვს, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში ამ საკითხის მოგვარებას“ - განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

მერმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა