ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022 -2026
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავდა. #EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც, 2021-2024 წლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება.
ზუგდიდი, პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 70 ქალაქს შორის შეირჩა საქართველოს სხვა ორ ქალაქთან ერთად, რომელთა შორის გამარჯვებულიც 300.000 ევროს გრანტს მოიპოვებს დამტკიცებული კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისა და ქალაქის შემდგომი განვითარებისათვის.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია დამტკიცებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ (განკარგულება N 56, 2022 წლის 20 მაისი).
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ციფრულ ვერსიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია - ქართული ვერსია: https://drive.google.com/.../1FJ9n0PIWzfCKrkmvJPa.../view...
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია - ინგლისური ვერსია: https://drive.google.com/.../1N8oo6REPpgPe.../view...
#EU4Culture #zugdidi4culture #zugdidiculturestrategy
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026
აღნიშნული კითხვარი შემუშავდა ევროკავშირის EU4Culture პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართელოში გოეთეს ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.
პროგრამის დახმარებით 2022 წელს ზუგდიდის კულტურის განვითარების 5 წლიანი სტრატეგია შემუშავდება. თქვენი პასუხები დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებასა და სრულყოფილი სტრატეგიის მომზადებაში.
ჩაერთე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტარტეგიის შემუშავების პროცესში და გაგვიზიარე დოკუმენტთან დაკავშირებული რეკომენდაციები. მიღებული უკუკავშირი დამუშავდება და ასახული იქნება კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026 საბოლოო ვარიანტში.
ონლაინ კითხვარის მისაღებად დააკლიკე ლინკზე