ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა

  • პროგრამა ითვალისწინებს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების  მშენებლობას, ხოლო მძიმე  საცხოვრებელი  პირობების  მქონე  პირებისათვის  მინიმალური  საცხოვრებელი პირობების  შექმნის  მიზნით  ერთი  თბილი  ოთახის  მოწყობას (ხუთი ათასი ლარის ფარგლებში) (მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ  დამტკიცებული  პროექტის, დებულების და სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით).

  • საცხოვრებელი სახლების  მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის  მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:   
  • განცხადება; 
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ,  ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი  და სხვა);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;                                                                                   
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  წერილი.     

  • „ერთი თბილი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის  მერიაში შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მომართვის შემდეგ უნდა წარმოადგინოს:   
  • განცხადება;
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან,  შშმპ, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი  და სხვა);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  წერილი.
გააზიარე