ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა
- ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თითოეულს თვეში 50 -100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის სერვისის მიმწოდებელი ცენტრიდან დაშორების გათვალისწინებით; მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით; აღდგომის დღესასწაულზე და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა(სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა ადმინისტრაციული ერთეულის-ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება; სოციალურად დაუცველი სტუდენტების(სარეიტინგო ქულით 65001-ზე ნაკლები), რომლებიც სწავლობენ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯაროსკოლების პედაგოგების, ადგილობრივიბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისადა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ -მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი),მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
- დიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა) სამედიცინო დაწესებულებიდან;
- პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა IV-100/ა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მომართვა (ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის).
- საზღვრისპირა ს. ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (50%).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია შ.პ.ს. „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის (65001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგების, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სახელოვნებო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლებისა და ტექნიკური მუშაკების(ძიძა,მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი),მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია შ.პ.ს .„ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.