სტაციონარული სამედიცინო მომსახურება
სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
ა) ოპერაციების თანადაფინანსება - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ.) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ოპერაცია, რომლის თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 500 ლარამდე არ ფინანსდება. 500.00 (ხუთასი)-ლარიდან - 2000 (ორი ათასი ) ლარამდე 50 %-ით, 2000 (ორი ათასი)-ლარიდან 5 000 (ხუთი ათასი) ლარამდე მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ) ლარი. 5000 (ხუთი ათას ) ლარს ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.
გ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება ჯანდაცვის სახელმწიფო ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამების ფარგლებში - მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);
. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
- განცხადებას;
- პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს (დედანი);
- ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
- არსებობის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- არსებობის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან/ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
- თ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;