სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წელი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები:
- სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. );
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები;
- ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.