ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური  ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

  •  მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
  •  ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
  • ერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
  • მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
  • სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;
  • მერიის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • მერიის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა;
  • სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა;
  • მერიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
  • მერიის სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის  უფროსი

 

 

გიორგი ჟვანია

ტელეფონი: 591-44-53-44

ელ.ფოსტა: giorgi.zhvania@zugdidi.gov.ge

განათლება:

  • 2007 წელს  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე.
  • 2007 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკატო გამოცდა.
  • 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება (საერთო სპეციალიზაციით), პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
  • 2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით).
  • 2015 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი
  • 2015 წლიდან გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი შიდა აუდიტის კუთხით.

 

სამუშაო გამოცდილება:

  • 2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
  • 2008-2014 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.
  • 2014-2017 წლებში მუშაობდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად.
  • 2017-2020 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის მოადგილე.
  • 2021 წლიდან არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი.

ენების ცოდნა:

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

 

 

 

 

 

გააზიარე