რუხი
სოფელი რუხი მდებარეობს მდინარე ენგურის შუა დინების მარცხენა მხარეს , ზუგდიდ–სოხუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. ზუგდიდიდან სოფლის ცენტრი დაშორებულია 5 კილომეტრით.
რუხი ერთერთი ძველი და დიდი სოფელია, რომელსაც საინტერესო წარსული გააჩნია. სოფლის სტრატეგიული მნიშვნელობა ადრიდანვე განსაზღვრა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. სწორედ აქ გადიოდა ოდიშის სამთავროს დამაკავშირებელი გზა აფხაზეთსა და ჩრდილო კავკასიასთან, რომელმაც სამხედრო თავდაცვითი და სავაჭრო ეკონომიური მნიშვნელობა ადრევე მოიპოვა. რუხი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი ხდება 16–17 სს. ოდიშის სამთავროში.
სოფლის ტერიტორიაზე, მდ. ენგურსა და მის მარცხენა შენაკად მდ. რუხწყალს შორის, შემაღლებაზე აღმართულია შუა სააუკუნეების ციხესიმაგრე. იგი აუგია სამეგრელოს მთავარს–ლევან დადიანს 1647 წელს აფხაზთაგან ოდიშის დაცვის მიზნით. ოდიშისათვის რუხის ციხე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრეჭაქვინჯის, ხეთის, ლიის, ჯგალისა და სხვა ციხე სიმაგრეები. ვაჭრობის განვითარების, ევროპისა და სპარსეთის აბრეშუმის გზის ამოქმედების მიზნით ლევან დადიანმა დააარსა ქალაქი, სავაჭრო სახელოსნო ადგილი ჩიხორიდან და ჩხარიდან (იმერეთი) გადმოსახლებული სომხებისა და ებრაელებისათვის, მაგრამ ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ მალევე უკან გაბრუნებულან. იმ ადგილს სადაც სომხები ცხოვრობდნენ დღესაც ნასომხარი ეწოდება.
რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. იგი შედგება ციტადელისა და ეზოსაგან. გარს უვლის 10–12 მეტრის სიმაღლის გალავანი, ციტადელის კედლის სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. რუხის ციხეს მრავალი შემოსევა გადაუტანია. 1723 წელს ციხე თურქ ოსმალებმა ჩაიგდეს ხელთ, დაშალეს იგი და მისი ქვით ,,აღაშენეს ანაკლია უმეტესად“. 1770 წელს ქართველთა ლაშქარმა რუხის ციხე ოსმლთაგან გაათავისუფლა. 1779 წელს გაიმართა ისტორიული ,,რუხის ბრძოლა“იმერეთ–გურია–ოდიშის ლაშქართა ბრძოლა ოსმლთა წინააღმდეგ. რუხის ციხესა და ქ. ზუგდიდს შორის მდებარე ,,სარალობექის,, ველზე, რომელიც ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ამ ისტორიულ ბრძოლას პოეტმა ბესარიონ გაბაშვილმა უძღვნა პოემა ,,რუხის ბრძოლა“. რუხს იხსენებენიტალიელი მისიონერი არქალანჯელო ლამბერტი და ფრანგი მოგზაური ჟანშარდენი.
უხუცესთა გადმოცემით, 19 საუკუნის დასასრულისათვის რუხი ერქვა სოფელს ენგურსა და რუხწყალს შუა, ხოლო რუხწყალის მარცხენა ნაპირს ,,ნიკოსია,,.
ერთ–ერთი გადმოცემის მიხედვით სახელწოდება რუხის ეტიმოლოგია უკავშირდება მეურმეთა შეძახილს ,,რრრ ხია, რრრ, ხია,, რისი მიბაძვითაც სოფელს დაერქვა რუხი.
1859 წელს სალიპარტიოდან გადმოუსახლებიათ85 კომლი გლეხი: თოდუები, ფარცვანიები, ჯანაშიები, ოყუჯავები, ფაციები, ნაჭყებიები და დაუსახლებია მდინარე კუჩხობონსა და ენგურს შუა. ნიკო დადიანის პატივსაცემად ამ დასახლებისთვის დაურქმევიათ ,,ნიკოსია,,. 1932 წელს სოფელს დაუბრუნდა ძირძველი სახელი რუხი
19 საუკუნის. 80–იან წლებში რუხში იხსენიება წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ხოლო 1899 წელს ნიკოსიის ერთკლასიანი სასწავლებელი.
ომის შემდგომი წლებიდან (1941-1945წწ) სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა. სოფელში აშენდა კულტურის სახლი, კინო, ბიბლიოთეკა სამი საბაშვო ბაღი, ამბულატორია, საავადმყოფო, სამი სკოლა, შინმოვსვლელთა ობელისკი. სოფელ რუხს აერთიანებს ორი დიდი უბანი: საჭკადუოსა და ნაწულუკუს უბნები.
,,ვარდების რევოლუციის,, შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება სოფლის იერსახე. გარემონტდა და შეკეთდა სოფელში გამავალი ორი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი (თბილისი–სოხუმი, ზუგდიდი–მესტია). სოფელში აგრეთვე გადის რკინიგზის, ზუგდიდი–ჯვარის მონაკვეთი.
ნაწულუკუს უბანში სრული დატვირთვით მუშაობს სამი დიდი ქარხანა: წისქვილ კომბინატი, ჩაის გადამწონი ფაბრიკა, თხილის გადამამუშავებელი ქარხანა. აგრეთვე ფუნქციონირებენსხვა მრავალი მინი ქარხნები.
საგრძნობლად განვითარდა თხილის, ციტრუსის, სიმინდისა და სხვა ახლად შემოსული კულტურების მეურნეობები. სოფლის ორი სკოლა გარემონტდა კაპიტალურად. გაკეთდა ახალი ხიდები, ოთხი მინი სტადიონი. რუხითუცხოელი ინვესტორებიდაინთერესდნენ. გაშენდა მოცვის პლანტაცია.
მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
რუბენი ლუკავა
მობ: 591-447-631
წარმომადგენლის ასისტენტი
III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თორნიკე გუნავა
მობ: 599 84-41-81