ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერის სტიპენდია

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ხელშეწყობის -დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა - მერის  სტიპენდია

  • ფინანსური ხელშეწყობის-დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა - მერის სტიპენდია, ვრცელდება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი)  ახალგაზრდებზე (სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ  აკრედიტებულ   უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებელში.
  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია წესდება თვეში 250 ლარის (დარიცხული) ოდენობით, სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან  ყოველთვიურად ერთი  სასწავლო წლის განმავლობაში.
  •  მერის  სტიპენდიაზე წარდგენილი კანდიდატი (სტუდენტი) უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით (არანაკლებ 95 ქულა), წინა წლის აკადემიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლებლის შემოქმედებით, სამეცნიერო, კვლევით, სპორტულ და სხვა პროგრამებში.
  •  მერის სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
  •  მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაზე განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განაცხადება მერის სახელზე;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
  • ორი რეკომენდაცია (ერთი მიმართულების  მეცნიერ თანამშრომლის და ერთი ფაკულტეტის დეკანისგან);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (მიღებული არ უნდა ქონდეს 95 ქულაზე ნაკლები);
  • ადგილობრივ,  რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები/დიპლომები/სერთიფიკატები/სიგელები;
  • განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია (ცნობა სასწავლებლიდან);
  • პირადობის ან/და დაბადების მოწმობის  ასლი;
  • საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან;
  • პირადი ანგარიში ბანკში( საბანკო რეკვიზიტები);
  • სამოტივაციო წერილი;

 

 

გააზიარე