- მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
- მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
- მერიას აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით –„საქართველო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია“.
- მერიის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.
|