მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
- 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
- მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.