აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 50 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად - მაქსიმალური ლიმიტი 315 (სამას თხუთმეტი) ლარი;
წარმოსადგენი დოკუმენტაციები:
- განცხადება;
- ცნობამოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი (3 წლამდე ბავშვმა განმეორებით 6 თვეში უნდა წარმოადგინოსტესტირების შედეგი ) ;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსერო-ასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა.