ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება

ა(ა)ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება 

 

დირექტორი  - ნათია ფიფია

ტელეფონი - 577 27 00 90

 

საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  •  სკოლის გარეშე სააღმზრდელო-საგანმანათლებო და ესთეტიკური მუშაობა, შემოქმედებითი პოტენციალის გაოვლენა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელოვნების მიღწევების ათვისებისათვის პრაქტიკული და თეორიული მუშაობის წარმართვა;
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგის მაღალპროფესიულ დონეზე სწავლება და პოპულარიზაცია (ქართული ფოლკლორი, ხალხულ საკრავთა ანსამბლი, კლასიკური და საესტრადო მუსიკა, საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილება, საგუნდო-სამუსიკოგანათლება, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, სახვითი ხელოვნება);
  • მოსწავლეებისათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა;
  • მოსწავლეებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა პიროვნების ინდივიდუაური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის;
  • მოსწავლეები აზიაროს მუსიკალური და სამხატვრო ხელოვნების საფძვლებს;
  • მოსწავლეებს გააცნოს და შეაყვაროს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;
  • კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები;
  • იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე;
  • სასწავლო შემოქმდებითი კომფერენციების, გამოფენების, შეხვედრების, გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-კონკურსების, ექსპედიციების, საქველმოქმედო აქტივობების ჩატარება;
  • გაცვლითი პროგრაების ფარგლებში კონცერტების გამართვა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქალაქის მოზარდთა დამეგობრების მიზნით;
  • მოზარდებში ეროვნული კულტურის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და სხვა ერების  კულტურისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება;
  • მოზარდთა აქტიური ჩართულობა, როგროც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებსა და სხვა სახის ღონისძიებებში;
  • საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
გააზიარე