მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...
ა.ა.ი.პ. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
დირექტორი – ნანა ოდიშარია
ტელ: 595 95 61 05
ა.ა.ი.პ. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" უფლება-მოვალეობანი:
გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი; პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება;
ეპიდსაშიშროებისას პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლი ღონისძიებების გატარება;
იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება და ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემი უზრუნველყოფა;
ჯანდაცვის დაწესებულებებში დაავადებათა რეგისტრაცია, შეტყობინება, ანგარიშგების მონიტორინგი;
მონიტორინგის შედეგების შეფასება და მეთოდური დახმარება;
იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველოფა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურები მიმწოდებლებისათვის;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში
სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და წარმოება;
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეთიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების შემოწმება;
შერჩევითი კონტროლის განხორციელება;
გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარმოება;
ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებთან;
ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და
სპეციფიკური ღონისძიებებით საკომუნიკაციო კამპანიების, სოციალური მობილიზაციის ორგანიზება და წარმართვა;ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება;
მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი ადგილობრივი ჯანდაცვითი პროგარემის პროექტების შემუშავება და განხორციელება;
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა;
ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა; სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა, მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და გაძღოლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა;
გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა, ეპიდაუცილებლობისას გადამტანების რეზერვუარის, გავრცელების ვექტორის შესწავლა დაპრევენციული ღონისძიებების გატარება;
ქუჩების, ეზოების, დასახლებული ადგილებისა და სხვა ტერიტორიის, აგრეთვე რეკრეაციული
ზონების სათანადო სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველყოფის ხელშეწობა.