ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ა(ა)ი.პ „მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე“

დირექტორი – დავით შამათავა

ტელ: 591 44 54 17

ა(ა)ი.პ „მოსწავლე–ახალგაზრდობის  სასახლე“ უფლება-მოვალეობანი: 


  • სკოლისგარეშე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო და ესთეტიკური მუშაობა, მოზარდი თაობის თავისუფალი დროის  სწორი ორგანიზება, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, პროფესიული ნარ-ჩვევების განვითარება, მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების მიღწევები ათვისებისათვის პრაქტიკული და თეორიული მუშაობის წარმართვა, საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარება.

  • ხელოვნების სხვადასხვა დარგის მაღალპროფესიულ დონეზე სწავლება და პოპულარიზაცია (ქართული ფოლკლორი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, კლასიკური და საესტრადო მუსიკა, საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილება, საგუნდო-სამუსიკო განათლება, ვოკალურ- ინსტრუმენტული ანსამბლი, ქართული ხალხური ქორეოგრაფია, სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვები, საყმაწვილო თეატრი, დრამატული სტუდია, სახვითი ხელოვნება);

  • სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციების, ინტელექტუალურ - შემეცნებითი თამაშობების, ვიქტორინების, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტების, გამოფენების, შეხვედრების, დისპუტების, მოსწავლეთა თვითმმართველობის ლიდერთათვის ტრენინგების, მოსწავლე ახალგაზრდობის დღეების, ლაშქრობების, ტექნიკური შემოქმედების, ხაზვის და სხვა საგნობრივი კონკურსების, გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა - კონკურსების, ექსპედიციების,საქველმოქმედო აქციების ჩატარება;

  • გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კონცერტების გამართვა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქალაქის მოზარდთა დამეგობრების მიზნით.

  •  მოზარდებში ეროვნული კულტურის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და სხვა ერების კულტურისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება.

  •  მოზარდთა აქტიური ჩართულობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს - ფესტივალებსა და სხვა სახის ღონისძიებებში.

  • საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

გააზიარე