მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია
ა(ა)ი.პ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“
დირექტორი – დიმიტრი ფაცაცია
ტელ: 591 44 53 38
ცენტრის უფლება-მოვალეობანი:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში ,საკუთრებაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე-განათების ქსელის მოწყობა, მოვლა, ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და რეაბილიტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შადრევან-აუზების მოვლა, ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განწვანების, არსებული ნარგავების, ხეებისა და მცენარეების დარგვა, ჩანაცვლება და მოვლა- პატრონობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა, კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია, ბავშვთა გასართობი ობიექტის, ატრაქციონის მოვლა-პატრონობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიაზე არსებული შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელის, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობა, შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოვლა,პატრონობა და რეაბილიტაცია
ლიფტების შეკეთება და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე სადღესაწაულო დღეებში გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
ზუგდიდის მუნიციპალიტიეტში მცხოვრები უმწეო და სოციალურიად დაუცველი მოქალაქეებისათვის მიზნობრივი მომართვის საფუძველზე საცხოვრებელი შენობის მცირე შეკეთებითი სამუშაოების ჩატარება.
დამკვეთის ფუყნქციის განხორციელება: სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის, კულტურის და სპორტის დაწესებულებების სარგებლობაში არსებული მიწის (ეზოები, მოედნები, სკვერები) ნაკვეთზე ბალახის საფარის დამუშავება-გათიბვის, ხეების მოჭრის და გადაბელვის სამუშაოების შესრულება.
შესაბამის სტრუქტურებთან და სამსახურებთან თანამშრომლობა სხვადასხვა სამუშაოების განსახორციელებლად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან და სამსახურებთან კეთილმოწყობის სამუშოებთან დაკავშირებული სამუშაოების განხორცილება.
ზუგდიდის მუნიცპალიტეტიეს ტერიტორიაზე განთავსებული სააფლაოების მოვლა -პატრონობა, მართვა და საქმიანობით მოწესრიგება.
საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწიენებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.