შეზღუდული შესაძლებლობის და ონკოლოგიური დაავადებისმქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
- 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენა და მხედველობადაქვეითებულიპირებისთვის ერთჯერადი ფულადიდახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით, მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეების, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის კურსს და საჭიროებენ სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მკვეთრად გამოხატული ხარისხის შშმ პირთა, სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსების თანხის მაქსიმალური ლიმიტია 150 ლარი. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირს, რომლესაც გააჩნია სოც. დაუცველის სტატუსი თანადაფინანსების თანხა შეადგენს 300 ლარს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება:
- პირადობის მოწმობის ასლი:
- დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში):
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV -100 /ა):
- შშმ სტატუსის დამადასტურებელი სტატუსი
- კალკულაცია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან:
- ამონაწერი სოც. დაუცველო ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (65 001 -ზე ნაკლები):
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა, სმენა და მხედველობა დაქვეითებულთათვის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება წელიწადში 4 თვის განმვალობაში, თვეში 25-25 ლარის ოდენობით.
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- შშმ სტატუსის (მკვეთრად გამოხატული), სმენა და მხედველობადაქვეითებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მძიმე დაავადების მქონე ბავშვის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV100/ა);
- ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
- მეურვის არსებობის შემთხვევაში მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციარისა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის შინმოვლის ქვეპროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვისსაჭიროების მქონე ხანდაზმული, მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); (მითითებით, რომავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);
- ამონაწერი სოციალურადდაუცველიოჯახების მონაცემთა ერთიანიბაზიდან (სარეიტინგო ქულით65 001ზე დაბალი);
- მომვლელის პირადობის მოწმობის ასლი;
- მომვლელის ან ავადმყოფის საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
- განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმანტაცია არ აკმაყოფილებს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიიღებს სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია.