განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებები
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი 200.00 (ორასი) ლარი .
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
- აგანცხადებას;
- პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს (დედანი);
- ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;