zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ,,მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვის სისტემის მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერება შოკებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის”

2025-12-122025-12-12

სამუშაო შეხვედრა ,,მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვის სისტემის მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერება შოკებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის”

ბავშვთა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების გათვალისწინება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მსგავსი კვლევები ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დოკუმენტების შექმნას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის სრულფასოვანი გარემოს უზრუნველყოფა -განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ, სასტუმრო ,,ლეთოში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრა ,,მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვის სისტემის მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერება შოკებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის”
- თემაზე ჩატარდა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ზუგდიდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით მოამზადა.

დავით კოდუამ ზუგდიდის მერიის სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამები მოქალაქეების ინტერესებზე სრულად მორგებულია.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის სოციალური პლატფორმის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა