zugdidi.gov.ge logo

თავისუფალი გადაადგილების სერვისი

თავისუფალი გადაადგილების სერვისი

თავისუფალი გადაადგილების სერვისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები  გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მცხოვრები გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის სახელმწიფო და სამედიცინო სერვისების, ასევე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით მობილობაში დახმარების გაწევა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

სერვისის მიმღები პირები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების მიერ გადაადგილების მომსახურების სერვისი (შემდგომშისერვისი“) გაეწევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ:

 ) ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან არ მქონე პირებს;

 ) კიდურის ამპუტაციით განპირობებული, გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებს;

 ) მხედველობის არ მქონე პირებს.

სერვისის გაწევის არეალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სერვისის გაწევას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც მოიცავს 53 ადმინისტრაციულ ერთეულს.

სერვისის გაწევის ფარგლებში, შესაძლო ვიზიტის ადგილებია:

) სახელმწიფო დაწესებულებები:

.) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია;

.) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

.) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია;

.) იუსტიციის სახლი/საჯარო რეესტრი;

.) შემოსავლების სამსახური;

.) დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი ორგაოები;

.) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაწესებულება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში;

.) სამეგრელოზემო სვანეთის  პოლიციის დეპარტამენტი;

ა.ი) ზუგდიდის რაიონული სასამართლო;

.) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა;

) სამედიცინო დაწესებულებები:

.) სარეაბილიტაციო ცენტრები;

) საბანკო და საფინანსო დაწესებულებები;

) კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რაც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ და საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს;

) სხვადასხვა სახის ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები განმახორციელებელი ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე.

) ოკუპირებული ტერიტორიიდან, სოფ. რუხში მდებარე საგუშაგოდან ბენეფიციარების მომსახურება სასურველი სერვისის მისაღებად.

) ზუგდიდის რკინიგზისა და საქალაქთაშორისო ავტოსადგურები.

განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აუცილებელი სერვისის მიწოდების მიზნით გადაადგილების საკითხს განიხილავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე, სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის  მიზნით  შექმნილი კომისია.

სერვისის მიღების პროცედურები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შეიქმნება სერვისის მიმღები პირების ბაზა. ბაზაში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს მიეწოდებათ სერვისის შესახებ ინფორმაცია და ცხელი ხაზის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

სერვისის მიღების მოთხოვნის მიზნით ბაზაში დარეგისტრირებული პირები უკავშირდებიან ცხელ ხაზს ნომერზე: +995 599 80 58 35, ცხელი ხაზის ოპერატორი ინიშნავს მოქალაქისა და განსახორციელებელი ვიზიტის მისამართს, მომსახურების დროს და გამცილებელი პირის შესახებ მონაცემებს სპეციალურ ფორმაში (ფორმა N1).

სერვისის მიღებაზე მოთხოვნა უნდა მოხდეს ვიზიტის განხორციელებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე.

დღის მანძილზე მიღებული შეკვეთების შესახებ ინფორმაცია  სერვისის ოპერატორის მიერ მომსახურების განსახორციელებლად გადაეგზავნება ..ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპროტისწარმომადგენელს, ყოველი დღის ბოლოს.

სერვისის მიწოდების მიზნით, მძღოლი ახორციელბს ვიზიტს მოქალაქის საცხოვრებლ მისამართზე, ავსებს მომსახურების ბლანკს  და ადაპტირებული ტრანსპორტით გამცილებელთან ერთად მოქალაქეს მიიყვანს დანიშნულების ადგილზე, ასევე, დააბრუნებს საცხოვრებელ მისამართზე.

მომსახურების ხარისხის შეფასება ხდება სერვისით მოსარგებლის მიერ.

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა