2017-08-08 - 2017-8-8--44-53_pm


2017-08-08 - 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლების აქცია გაიმართა


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, უსაფრთხოების კუნძულზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლების აქცია გაიმართა. ქალაქ ზუგდიდის მერიის, საკრებულოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სიმბოლურად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.

                

2017-08-08 - აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს


აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირების, ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი (სერგო) გოროზიას ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირების საფლავები და გოროზიას სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

             

2017-08-08 - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა


დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუულთა ხსოვნას. დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა. ცვლილებები ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს შეეხო, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარადგინა საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა კი მუჟავას ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროექტი. ამასთან, სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარადგინეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

            


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 35
79101112
1314151819
2022232526
27283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05