2017-05-05 - პროექტის წარდგენა ტექნოპარკში


ზუგდიდის ტექნოპარკში, ავსტრიული ორგანიზაციის „Hilfswerk Austria International”-ის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის - მდგრადი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საქართველოში“ წარადგინეს. პროექტის მიზანია პრობაციონერებისთვის, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პროფესიული განათლებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების მიწოდება და სამსახურის მოძიებაში მხარდაჭერა, ასევე ანაზღაურებადი სტაჟირებისა და მცირე გრანტების პროგრამების შეთავაზება. ღონისძიებაზე ავტორებმა პროექტის ძირიტადი კომპონენტები და მიმართულებები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი აქტივობების შესახებ და განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვადასხვა სააგენთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. პროექტი ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხადაჭერით ხორციელდება. პროექტის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

             

2017-05-05 - საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს


საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ვახტანგ გოგილავა უხელმძღვანელებს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომოსიის თავმჯდომარედ ვახტანგ გოგილავა აირჩიეს. საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს: 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ზუგდიდი, გ. გულუას ქუჩაზე მდებარე 1508 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 9 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ; მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რუხაძის ქუჩის სახელწოდების შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ჯორჯიაშვილის ქუჩის სახელწოდების შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მომხსენებელი: ნუგზარ სარია 5. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N31 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ; მომხსენებელი: ნუგზარ სარია 6. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნიკოლოზ ზარქუას იურიდიულ, სამანდანტო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიისა და ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადების ცნობად მიღება. მომხსენებელი: ნუგზარ სარია 7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუგზარ სარიას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადების ცნობად მიღება. მომხსენებელი: ნუგზარ სარია 8. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტანგ გოგილავას განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადების ცნობად მიღება. მომხსენებელი: ნუგზარ სარია 9. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N161 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ნათია ფიფია 10. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდანტო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N131 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ნუგზარ სარია 11. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა 12. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ; მომხსენებელი: ნატალია შეროზია 13. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N151 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

                  


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
212324252627
28293031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05