2017-04-13 - ქალაქ ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარებს


ქალაქ ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ინტენსიურად მიმდინარებს. ქირიას ქუჩაზე წყალსადენი მილების სისტემის მოწყობის სამუშაოები, დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზია დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებსა და პროცესს გაეცნო. ამ ეპატზე, ქალაქის ტერიტორიაზე 120 ქუჩაზე გაყვანილია 150-მდე კმ წყალსადენი მილი, ხოლო სულ იგეგმება 250 კმ-იანი წყალსადენი ქსელის მოწყობა. ზუგდიდში, ასევე მოეწყობა 178 კმ წყალარინების(კანალიზაციის) სისტემა და აშენდება წყალარინების სატუმბი სადგური. სამუაშოების დასრულების შემდეგ, ქალაქში მოეწყობა წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 84 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

       

2017-04-13 - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცეს


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ, მერის მოადგილე კობა ჯიქიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში სასაჩუქრე პაკეტები დაარიგეს. მერიისგან სააღდგომოდ საჩუქარს სულ 300 ბენეფიციარი მიიღებს. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვები. თითოეული პაკეტი მოიცავს 15 დასახელების სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლის ჯამური ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 60 (სამოცი) ლარს.

                

2017-04-13 - 2017-4-13--45-27_pm



სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
38
10111215
161722
23
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05