2017-04-04 - გარევაჭრობის რეგულირების წესის განხილვა.


 ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ შესწორებული დადგენილების პროექტი განიხილეს.

დღევანდელ შეხვედრაზე, გარე ვაჭრობის რეგულირების წესების შესახებ წინა განხილვების დროს სამოქალაქო სექტორისა და გარე მოვაჭერეების მიერ დაფიქსირებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეაჯამეს. შედეგად, „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტში ასახულია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების წინადადებები და მოსაზრებები.

შეხვედრას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივით და მხარდაჭერით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სეწტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

            

2017-04-04 - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა


 საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“;

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტების კომისიის დებულების დამტკიცების“ თაობაზე;

3. ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

      

 


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
38
10111215
161722
23
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05