2017-03-16 - 2017-3-16--54-44_pm


2017-03-16 - გიორგი თოდუა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა


 საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა, სადაც ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა, ხოლო ადმინისტრაციისგან დღის ცენტრის საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის კომისიის ხელშეწყობით დაარსდა. დღის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიაში პროექტი „აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია მისი იგნორირება“ ასოციაცია „გზამკვლევმა“ წარმოადგინა. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარებისთვის ლოგოპედის, ფსიქოლოგისა და თერაპევტის მომსახურების მიწოდება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლებისათვის სასწავლო-გადასამზადებელი კურსების გახსნა და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

         


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 24
58910
121418
192325
262930 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05