2017-06-01 - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა


1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში საბავშო ზეიმი და სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა.

აღნიშნულის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში (სკეიტ პარკი), მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ასნამბლმა „ზუგდიდი“ კონცერტი გამართა, ტექნოპარკმა პატარებს შოუ რუმში უმასპინძლა, მოეწყო ზუგდიდელი მეწარმეების ხელთნაკეთი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების ჩართულობით სპორტული აქტივობები გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

           


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
456810
111517
1819222324
252629 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05