2017-05-29 - ქალაქ ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მოწყობას ინტენსიურად მიმდინარეობს


 აზერბაიჯანული კომპანია "AS Inshaat-N“ ქალაქ ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მოწყობას ინტენსიურად განაგრძობს.

ბარნოვის ქუჩაზე წყალსადენი მილების სისტემის მოწყობის სამუშაოები, დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებსა და პროცესს გაეცნო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მოსახლეობის განცხადებით, წყალსადენი მილების მონტაჟის პროცესში ბარნოვის ქუჩაზე სანიაღვრე არხი დაზიანდა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუშაოების მიმდინარეობისას სანიაღვრე არხის დაზიანებულ მონაკვეთს რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება.

ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

       

 


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
2123242527
283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05