2017-05-19 - შშმ და სოციალურად დაუცველ პირთა გადამზადება-დასაქმების ცენტრი


✔ ასოციაცია “ჰანგი” 2017 წლის აპრილიდან PIN-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - “შშმ და სოციალურად დაუცველ პირთა გადამზადება-დასაქმების ცენტრი“.

ასოციაცია "საუნჯის" ოფისში, "ჰანგის" წარმომადგენლებმა შესრულებული სამუშაოებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერეტორიაზე მცხოვრები შშმ და სოციალურად დაუცველი პირების პროფესიულ გადამზადება-დასაქმების, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, შემოსავლების გენერირების ხელშეწყობა მრავალპროფილური, მუდმივმოქმედი უფასო გადამზადება-დასაქმების ცენტრის შექმნით და სოციალური საწარმოების განვითარების გზით.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ შეიძინა საჭირო აღჭურვილობა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების დახმარებით, მოახდინა ბენეფიციართა შერჩევა და დაიწყო ბენეფიციართა გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ბენეფიციართა გადამზდება ხდება შემდეგი მიმართულებებით:
1. ჭრა-კერვა-მოდელირება;
2. შოლკოგრაფია; 
3. ქსოვილისა და მზა პროდუქციის სუბლიმაციური გაფორმება;
4. IT- ტექნოლოგიები Cisco-ს საერთაშორისო აკადემიის პროგრამით;
ჩამოთვლილ მიმართულებებზე სწავლისა და გადამზადების მსურველებს, ჯგუფების დაკომპლექტებამდე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ასოციაციის წარმომადგენლებს:
ზუგდიდი, რუსთაველის #86
ტ: 593 35 37 02; 555 17 86 38; 557 33 06 31.
ელ-ფოსტა: haangi35@gmail.com

 

        

 

 


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
2123242527
283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05