2017-05-05 - პროექტის წარდგენა ტექნოპარკში


ზუგდიდის ტექნოპარკში, ავსტრიული ორგანიზაციის „Hilfswerk Austria International”-ის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის - მდგრადი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საქართველოში“ წარადგინეს. პროექტის მიზანია პრობაციონერებისთვის, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პროფესიული განათლებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების მიწოდება და სამსახურის მოძიებაში მხარდაჭერა, ასევე ანაზღაურებადი სტაჟირებისა და მცირე გრანტების პროგრამების შეთავაზება. ღონისძიებაზე ავტორებმა პროექტის ძირიტადი კომპონენტები და მიმართულებები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი აქტივობების შესახებ და განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვადასხვა სააგენთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. პროექტი ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხადაჭერით ხორციელდება. პროექტის წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

             


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
7101213
1415161820
2123242527
283031 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05