2017-04-13 - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცეს


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ვეტერანებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ, მერის მოადგილე კობა ჯიქიამ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრისში სასაჩუქრე პაკეტები დაარიგეს. მერიისგან სააღდგომოდ საჩუქარს სულ 300 ბენეფიციარი მიიღებს. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვები. თითოეული პაკეტი მოიცავს 15 დასახელების სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რომლის ჯამური ღირებულება 1 ადამიანზე შეადგენს 60 (სამოცი) ლარს.

                


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
38
10111215
161722
23
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05