2017-04-07 - საკრებულოს მორიგი სხდომა


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი: ნუგზარ სარია

2. გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის, გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრი, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი: ნუგზარ სარია

3. “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
მომხსენებელი: ნუგზარ სარია

4. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: თაზო ფაცაცია
5. ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“
მომხსენებელი: თაზო ფაცაცია

6.,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტების კომისიის დებულების დამტკიცების“თაობაზე
მომხსენებელი: თაზო ფაცაცია

7. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი N19/რუსთაველის ქ. N89, მეორე და მესამე სართული) შემძენისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა

8. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა

9. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ეგრისის №8-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №43.31.49.456) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ
მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა

10. "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების
ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა

11. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების გათავსების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: თენგიზ ქოჩუა

 

               

 


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
38
10111215
161722
23
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05