2017-04-06 - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის„ პრეზენტაცია


ზუგდიდის ტექნოპარკში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის „ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი რეგიონის მოსახლეობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს და დეტალურად გააცნეს, თუ რა სამუშაოები განხორციელდება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში. სამეგრელოს მოსახლეობასთან პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის“ თაობაზე მწერლებმა გურამ ოდიშარიამ დ დათო ტურაშვილმა ისაუბრეს.

პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „ადამიანები სანაპიროდან“ - ფოტოსესიები, რომლებსაც ჟურნალ „ანაკლიისთვის“ ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ქმნის.

პრეზენტაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია, ქალაქის ვიცე-მერი გია გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ზუგდიდის და ანაკლიის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

              


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
38
10111215
161722
23
30 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05