2017-03-13 - მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები"


ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კავკასიური სახლის“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: „კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები.“ შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს პოლიტიკის ანალიტიკოსმა არჩილ გეგეშიძემ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და სახელმწიფო მართვის მაგისტრმა დავით ლოგუამ. მრგვალი მაგიდის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტი. ასევე, მოხდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწვრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გაანალიზება და შეფასება. შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

          


სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 24
58910
121418
192325
262930 


ჩვენი მისამართია:
2100, ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
E-mail: zugdidissakrebulo2014@gmail.com
Tel: 591 44 54 05