ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა

19 ივნისი, 2018

ფოტოალბომი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“-ა და ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ ორგანიზებით, იონა მეუნარგიას სკვერში, ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გაიმართა.

ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ და მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, იონა მეუნარგიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პოემიდან მათთვის საყვარელი სტროფები წაიკითხეს.

სკვერში, ზუგდიდის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადსხვა გამოცემებიც იყო წარმოდგენილი.

,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღის აღნიშვნას იონა მეუნარგიას სკვერში სიმბოლური დატვირთაც ქონდა, ვინაიდან სწორედ იონა მეუნარგიას სახელს უკავშირდება ,, ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ენაზე თარგმნა და ევროპაში მისი პოპულარიზაცია.

იონა მეუნარგიას სკვერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიაციტივით რეაბილიტირდა და სტელაზე თავაქარიშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით მოეწყო პანოს კომპოზიციური დეკორი.

გააზიარე