ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა

20 სექტემბერი, 2018

 

ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქუჯისა და ლევან II დადიანის ქუჩებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ქუჯის N 10 და ლევან II დადიანის N2 და N4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობაზე 295 433 ლარი იხარჯება.

გააზიარე