ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

16 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.

,, საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის ხელშეწყობას გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მუნიციპალური პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ მორგებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე დევნილ მოსახლეობაზე. მნიშვნელოვანია კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების პრობლემების მოგვარება, რაც ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით აუცილებლად მიიღწევა“- აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა-რეალიზაცია ზუგდიდში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და დავით ვერავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე, მხარეებმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

გააზიარე