ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა

  

  • მიმდინარე  წელს ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით მერიაში არსებული სტიქიის კომისიის დასკვნის საფუძველზე. მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.  დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;
  • გეოლოგიური დასკვნა (მეწყერის შემთხვევაში);
  • საბანკო ანგარიშის  ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

 

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიურ პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) ოჯახების, ძალადობის მსხვერპლთა, სახლდამწვართა  და ზრუნვის სისტემიდან გასული პირებისთვის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის საფასურის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით).

დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  • ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან/და მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი  სხვა დოკუმენტი;
  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარისთვის სისტემაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
  • ხანძრის შემთხვევაში ცნობა  საგანგებო სიტუაციების  მართვის სააგენტოდან.

 

  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „დ“ და „ე“ პუნქტებით წარმოსადგენ დოკუმენტებში უნდა ფიქსირდებოდეს ერთი და იგივე საცხოვრებელი მისამართი.
  • განსაკუთრებულ  შემთხვევებში, თუ  ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი  დოკუმანტაცია  არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის  პირველი და მე-2  პუნქტის „გ’’,,დ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტის  მოთხოვნებს ფაქტის ადგილზე შესწავლის საფუძველზე გადაწყვეტილებას  განცხადების  დაკმაყოფილების  შესახებ  მიიღებს  სოციალური მდგომარეობისა და  პირობების  შემსწავლელი კომისია. 
გააზიარე