ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

სპორტის მუზეუმი 5 წლისაა

12 დეკემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სპორტის მუზეუმი 5 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით სპორტის მუზეუმში 5 წლის მანძილზე თავმოყრილი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების გამოფენა გაიმართა.

 გამოფენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, განათლების ,ძეგლთა დაცვის, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სასახურის უფროსი კობა ჯიქია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 გიორგი შენგელიამ აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მუზეუმების არსებობა რათა ჩვენს მომავალ თაობას დარჩეს ისტორია, მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას ვინც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა.

 აღსანიშნავია, რომ ექსპონატების ძირითადი ნაწილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების სიგელებს, თასებს, აქსესუარები და სხვადასხვა სახის ჯილდოებს მოიცავს.

გააზიარე