ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან

20 ივლისი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული სოციალური პრობლემები მოისმინეს და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მაიზერ ნანავამ მერის წარმომადგენლებს მაქსიმალური ჩართულობისკენ, თითოეული მოქალაქის პრობლემის გაცნობისა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. შეხვედრას ასევე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე