ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური  არის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებას, მუნიციპალური პროგრამების ფინანსურ გაანგარიშებას, წარმოდგენილი მასალების განხილვასა და ანალიზის საფუძველზე  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებას,  შესრულების ანგარიშის შედგენას.

  • სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად.

სამსახურის დებულება

I რანგი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ლექსო თოდუა

ტელ:

 

ლექსო თოდუა

  • დაიბადა 1983 წლის 4 ოქტომბერს

 

  • განათლება:

 

  • 2000-2004 წწ სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა - სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა. დასრულების შემდგომ მიენიჭა - ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სახელმწიფო მართვის მოხელის კვალიფიკაცია;
  • 2005-2007 წწ სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სპეციალობა - სამრეწველო წარმოების ეკონომიკა და მართვა. დასრულების შემდგომ მიენიჭა - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

 

  • სამუშაო გამოცდილება:

 

  • 2005-2006 წწ ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
  • 2006-2007 წწ ეკავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, აპარატის საორგანიზაციო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, ასევე შეთავსებით ასრულებდა მოლარე-ბუღალტერის ფუნქცია-მოვალეობებს;
  • 2007-2010 წწ ეკავა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა; ასევე ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა;
  • 2010 წელს ეკავა შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობა, კერძოდ: ქვემო ქართლის რეგიონალური ფილიალის ფინანსური დეპარტამენტის მენეჯერი; შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი; შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • 2011-2012 წწ ეკავა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (შესყიდვების კოორდინატორი) თანამდებობა;
  • 2012-2019 წწ ეკავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ში სხვადასხვა თანამდებობა, კერძოდ: ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი/დირექტორის მოადგილე; ადმინისტრაციულ საკითხთა და მიმდინარე პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექხის ზედამხედველი;
  • 2015-2016 წწ მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა, ასევე შეთავსებით ასრულებდა სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ფუნქცია-მოვალეობებს;
  • 2017 წელს იყო შპს „ანაკლია 2017“-ის დირექტორი;
  • 2014-2019 წლებში ეწეოდა სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას.
  • ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

 

 

II რანგი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე  - მურთაზ ბოკუჩავა

ტელ: 599-85-25-26

 

 

 

II რანგი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე 

ნანი მიქენაია

595 22-21-12

 

 

 

გააზიარე