ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მუსიკალურ-შემოქმედებითი პროექტი ,,მხიარული ნოტები“

21 ივნისი, 2018

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლის საკონცერტო დარბაზში, ა(ა)იპ ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრი“-ს ორგანიზებით, მუსიკალურ-შემოქმედებითი პროექტი ,,მხიარული ნოტები“ დაიწყო.

ღონისძიება, რომელშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღი იღებს მონაწილეობას ერთკვირიანია და 27 ივნისს დაიხურება.

დღეს, სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ზუგდიდის N12, ზუგდიდის N 1, ზუგდიდის N 5, ინგირის N 1, ინგირის საბავშვო ბაღი ,,წითელქუდა“, კახათის საბავშვო ბაღი ,,რწმენა“, ცაცხვის საბავშვო ბაღი, დარჩელის N 1, შამგონისა და ახალაბასთუმანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო ბაღები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ დაწესებული სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

პროექტის მიზანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ბავშვებში აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების გაღრმავება და ბავშვებში ზნეობრივი, სოციალური და ესთეტიკური უნარების განვითარებაა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე